“დიდ პატივს ვცემ მედიას, მაგრამ რომ არ გითხრათ, არ შემიძლია…”

ხათუნა იარდალაშვილი

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

-დიდ პატივს ვცემ მედიას, მაგრამ რომ არ გითხრათ, არ შემიძლია…

დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სტატია, სადაც გაშუქებული იყო მსახიობ თინა მახარაძის კომენტარი – ,,მე ჩემს ბევრ მეგობართან ერთად,მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან,,

მე, როგორც პოლიტიკოსი პატივს ვცემ ჟურნალისტებს, ვიცი მათ რა შრომის გაწევა უწევთ,მაგრამ ჩემი აზრით, ჩემო კარგებო, ამ მსახიობის საზოგადოებისთვის მიუღებელი სიტყვები რომ არ გავაშუქოთ, ცოტაა თემა,რომელიც უფრო მიიპყრობს ხალხის ყურადრებას?! კარგით, დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, კი ბატონო, ჩვენც პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს, მაგრამ გავიგეთ ერთხელ, ორჯერ… ამდენჯერ ამ თემის სააგენტოებზე ტრიალი მაშინ, როცა იმდენი სასწრაფოდ გასაშუქებელი თემაა…

გასაგებია ეს გოგო ასეთი განცხადებებით ყურადღების მიპყრობას ცდილობს, თქვენ მაინც ნუ აპიარებთ მის ყველა სიტყვას?!

ვფიქრობ ყველა ადამიანი ინდივიდია და რაც უნდა იმას გააკეთებს, უბრალო თხოვნა მექნება,რომ  უფრო საჭირბოროტო საკითხები გავაშუქოთ.

ჟურნალისტებო, დიდი მადლობა მინდა წინასწარ გადაგიხადოთ თუ ოდნავ მაინც გაითვალისწინებთ ჩემს,როგორც პოლიტიკოსის თხოვნას“

კომენტარის დატოვება