“შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე …”

TV პირველზე შალვა ნატელაშვილის გამოსვლას “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება:

დღეს უყურე შალიკო ნათელაშვილს TV Pirvel -ზე და მაგრად ვიხალისე მის უსუსურობაზე. ჯერ იყო და გრიგოლიას მოღალატე ეძახა (იმის იმედით იმათ მაინც მოვაწონებ თავს ვისაც გრიგოლია არ უყვარსო ), მერე ამერიკელებს უფლება მისცა საქართველოში ბაზები გახსენით და ატომური ბომბიც შემოიტანეთო (იმის იმედით იქნებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორიდორებში გავლის უფლება მომცენო ) და მერე “სოკარს” ამოუტრიალა მკვდარი და ცოცხალი (იმის იმედით იქნებ მეც დამაფინანსოსო). შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე …”