მსახიობი 26 დეკემბერს შიმშილობას იწყებს – არ მინდა უცხოეთში წასვლა!

ცირკის მსახიობი გიორგი მაკარიძე 26 დეკემბერს შიმშლობას იწყებს.

მისი თქმით არ აქვს არანაირი საშუალება იმუშაოს, ბავშვებიც გაამხიარულოს და მიზერული ანაზღაურებაც ჰქონდეს. მსახიობი ამბობს, რომ არ შეუძლიათ სკოლებსა და ბაღებში წარმოდგენების გამართვა. როგორც ირკვევა მან წერილობით უკვე მიმართა სხვადასხვა უწყებას, თუმცა პასუხი არ მიუღია.

-ბევრი მიდის უცხოეთში და მუშაობს, ვიცი კარგ ფულს იხდიან, მაგრამ არ მინდა უცხოეთში წასვლა. ჩემს ქვეყანაში ყოფნა და მუშაობა მინდა. ხომ არ ვითხოვ მხარ-თეძოზე წამოვგორდები და თქვენ ყველანაირი კომფორტი შემიქმენით-თქო, მინდა მომეცეს საშუალება ვიმუშავო და ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო“-ამბობს მსახიობი, რომელიც 6 წელია ცირკში მუშაობს.

წყარო: artinfo.ge