საპარლამენტო უმრავლესობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილს ასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე ანრი ოხანაშვილს ასახელებს.

ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის საკითხზე დღეს “ქართული ოცნების” ოფისში იმსჯელეს. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე საგაზაფხულო სესიაზე უყრიან კენჭს. ამ დროისთვის კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.