“ჩვენი ინიციატივით მაინც დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან’’

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციაში გაემგზავრა.  სადაც კომისიის პლენარულ სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას. ამ სხდომაზე  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას დაამტკიცებენ, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მის გენერალურ მდივანს შეხვდება.

გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის და უმრავლესობის დღეს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა. 

,, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია. რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის გაიმართება, საუბარი იქნება 2 საკითხზე, რომელიც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთანაა შეთანხმებული. ეს არის ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ პრეზიდენტი ამ ყველაფერს გაიზიარებს, თუ ხელს შეგვიწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში მას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს პროცესში. ხოლო თუ არ გაიზიარებს, ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივით მაინც დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან,’’- განაცხადა კობახიძემ