“კარგი იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი დაილაპარაკებენ“

“მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას – საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდეს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს იმ რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ იქნა შემოთავაზებული და რომელსაც მმართველი გუნდი იზიარებს’, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველი გუნდის წვერი იმედოვნებს, რომ „იმედია, შეხვედრა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა მზადყოფნას გამოვთქვამდით, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაივლის და პოზიციების შეთანხმება მოხდება. ქვეყანას სჭირდება გამართული კონსტიტუცია და ვფიქრობ, ჩვენი გუნდის მიერ მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის მთავარ კანონს. ეს შეხვედრა წერტილს დაუსვამს კონფრონტაციულ რეჟიმს და უხერხულობას გაანეიტრალებს, თუ კი იქნება საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომა. დიდი და მოცულობითი დელეგაციის მისვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ. კარგი იქნება თუ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი შეხვდებიან და დაილაპარაკებენ“ – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.