რატომ ზედაზენი?

დათო დოლიძე

თუ თქვენ უკვე ხართ ზედაზენის მომხმარებელი, მაშინ ამ კითხვაზე ადვილად გასცემთ პასუხს

რატომ ზედაზენი?

იმიტომ, რომ ჯანსაღია, გემრიელია, ეკოლოგიურად სუფთაა და რაც მთავარია, ანდობთ თქვენი შვილების ჯანმრთელობას მაშინ, როცა ჩეროს თუ სხვა ნატურალურ წვენს ყიდულობთ.

თუ არ ხართ ზედაზენის მომხმარებელი, მაშინ მარტივად გეტყვით-ბევრს კარგავთ!

რატომ ზედაზენი?

იმიტომ, რომ  საქართველოში ცოტა თუა ისეთი კომპანია, ვინც ნამდვილ ქართულ, ჯანსაღ პროდუქციას ქმნის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კომპანია „ზედაზენი“. მან შექმნის დღიდან 5 წლის თავზე უკვე მოასწრო მრავალი სახეობის ლუდის, გამაგრილებელი სასმელების, ნატურალური წვენების, ცივი ჩაისა და სხვა არაერთი დასახელების პროდუქტის შექმნა.

ნიდერლანდების  სამეფოს სრულუფლებიანი  ელჩი იოს  დაუმა:

-„წარმოება ახალტექნოლოგიებზეა დაფუძნებული  და   სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს,  რაც ქვეყნის   ეკონომიკური  განვითარების   მყარი საძირკველია“

,,ლუდის  ხარშვის  რენესანსი’’  –   სწორედ  ასე  აფასებს  ამერიკელ და  ევროპელ  ლუდის მხარშველთა  ასოციაცია ლუდის  ხარშვის  იმ  მეთოდს, რომელსაც  „ზედაზენი“ ახლა უკვე   საქართველოში ჩაუყრის  საფუძველს. ეს არის ლუდის  ხარშვის  ხელოვნება…”

 

მისივე თქმით ზედაზენი  კრაფტი” არის  განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული ლუდი. ლუდი, რომლისთვისაც სპეციალურად შეირჩა რამოდენიმე სახეობის სვია და ალაო და რომლის შექმნისთვისაც გამოვიყენეთ ხარშვის განსხვავებული მეთოდი.

„ზედაზენის“ ულტრათანამედროვე ქარხანაში უამრავი ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც ზრუნავენ წარმოების ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე. მათი მთავარი მიზანია, პროდუქტი იყოს ხარისხზე ორიენტირებული, მომხმარებელზე სრულად მორგებული და ეკოლოგიურად სუფთა. სწორედ ამიტომ, შეიძინეთ „ზედაზენის“ პროდუქცია, მიიღეთ სიამოვნება და აკეთეთ ქართული საქმე!

და მაინც, რატომ ზედაზენი?

იმიტომ, რომ შეგახსენებთ, რომ   „ზედაზენი“    ბაზარზე  2012 წლიდანა და ის დღემდე   სასმელების ბაზრის ლიდერია. ეს პოზიცია კომპანიამსაკუთარი პროდუქციისა და პოზიციონირების უწყვეტი განვითარებით დაიმსახურა.