ქართული ჯარი “დელტას” ჯავშანჟილეტებით და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება

ქართული ჯარი “დელტას” ჯავშანჟილეტებით და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება. “დელტამ” თავდაცვის უწყებისგან უპრეცედენტო, 5 მილიონი ლარის შეკვეთა მიიღო.

“ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ “დელტაში” სტუმრობისას.

გაიმართა ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა-ტესტირება.