საყდრისის საქმე-განკარგულება აფეთქებაზე და სტატუსის მოხსნა-კულტურის სამინისტრო საქმის შეწყვეტას ითხოვს

დღეს საყდრისის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო კულტურის მინისტრის განკარგულება აფეთქებაზე და მართებული იყო თუ არა კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნა.

მოსარჩელე მხარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

მოპასუხე მხარე -კულტურის სამინისტრო – საკვლევი ობიექტის არარსებობის მიზეზით საქმის შეწყვეტას ითხოვს.