განათლების მინისტრმა მურღულია, გიგაური, მიმინოშვილი და სანიკიძე გაათავისუფლა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური.

მინისტრმა 7 მოადგილიდან მხოლოდ 5 მოადგილე დატოვა.