დავით უთმელიძე მიმდინარე სარეალიბიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დავით უთმელიძე რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთნ ერთად საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირი N5-სა და N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მიმდინარე სარეალიბიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მაჟორიტარი ამბობს, ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი მოეწყობა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

დავით უთმელიძის თქმით, მის სამაჟორიტარო ოლქში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს.