პროექტი “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” დასრულდა

ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულებულია. შემაჯამებელ შეხვედრას გიორგი აბაშიშვილი დაესწრო.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას.

„პროექტი შეეხო იმ სოფლის ბიბლიოთეკებს, სადაც არანაირი საშუალება და არანაირი წვდომა ინტერნეტთან არ ხდებოდა. შესაბამისად, ერთის მხრივ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ტიპის ბიბლიოთეკები აღგვეჭურვა და განგვეახლებინა წიგნების ფონდი, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდა ინტერნეტიზაცია და რეალურად ამ პროექტმა შექმნა სოფლებში გარკვეული მიზიდულობის ცენტრი, სადაც ყველა თაობის ადამიანს აქვთ შეკრების ადგილი.

მივიღე შესანიშნავი ჯილდო. დიდი მადლობა გიორგი კეკელიძეს, ჩემთვის დიდი პატივია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მეგობრობა! ასევე დიდი მადლობა რუსუდან ასათიანს ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელებისათვის. მადლობა ჩემს შესანიშნავ თანამშრომლებს, პირველ რიგში გიორგი ჟურულს და სალომე მურვანიძეს“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა

კომენტარის დატოვება