„უსამართლოდ გამათავისუფლა იმ მოტივით, რომ დევნილებზე ზრუნვაში ჩემი ფუნქცია ამოწურულად ჩათვალა!”

რუსთავში მიმდინარე გათავისუფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილებაა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/

გუშინ ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლებულ ირმა ზარქუას კომენტარისთვის დავუკავშირდით, მაგრამ ემოციურ ფონზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვა და ამ დილით თავად დაგვიკავშირდა. მან დაგვიდასტურა გავრცელებული ინფორმაცია და გვითხრა, რომ უკანონო გათავისუფლებები გრძელდება.

-„ვადასტურებ, ააიპ „რუსთავის კორპუსი“-ს დირექტორის მ/შ ზვიად ლაბაძემ 2017 წლის 1 თებერვალს უსამართლოდ გამათავისუფლა სამსახურიდან იმ მოტივით, რომ ჩემი ფუნქციები ამოიწურა ამ სამსახურში. დევნილებზე ზრუნვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

 ვწუხვარ, რომ ააიპ „რუსთავის კორპუსი“-ს დირექტორის მ/შ სათანადოდ ვერ შეაფასა დევნილებზე ზრუნვის საჭიროება და ეს ფუნქცია ამოწურულად ჩათვალა. სამსახურის უფროსის მხრიდან ვერ მოხერხდა ერთგული და გამოცდილი კადრების შეფასება. არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებულუი ანი სარაჯიშვილთან მიმართებაშიც, რომელსაც დიდი სამუშაო და საარჩევნო გამოცდილება აქვს.

ვაანონსებ, რომ მომავალ კვირაში იგეგმაბა ააიპ „რუსთავის კორპუსი“-დან რამოდენიმე პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლების გაშვება. სამსახურში სამუშაოდ რჩებიან გამოუცდელი და ნაკლებად კომპეტენტური კადრები. მიმდინარეობს სამსახურის დისკრედიტაცია, რაც უდაოდ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქალაქის მოსახლეობას.

სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“-გვითხრა ზარქუამ.

კომენტარის დატოვება