ხიდაშელი ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს

ზუგდიდში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „რესპუბლიკურ პარტიაზე“. მის განცხადებებზე კომენტარისთვის ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატს, თინა ხიდაშელს დავუკავშირდით.

-„პირველ რიგში დიდი მადობა ბატონ ბიძინას ამ გულწრფელობისთის, იმედი მაქვს ამის შემდეგ მაინც დასრულდება ქილიკი თემაზე სად  ვიყავით 4 წელი. ვფიქრობ, დღეს მაინც ნათელია, რომ არასდროს ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია და დიახ, არა მხოლოდ წინააღმეგობას ვუწევდით,  არამედ ალტერნატივა –  სწორი ხედვა მზად გვქონდა კანონპროექტის სახით პრობლემის მოსაგვარებლად  და დასარეგულირებლად!

თუ პრეზიდენტის კრიტიკა სასარგებლო საქმედ ითვლება, მეც მგონია, რომ არავინაა ხელშეუხებელი და კრიტიკა ნორმალურია, ოცნების იდეების კრიტიკა რატომ არის ანტისახელმწიფოებრივი? თუ ისევ იქ ვართ, ერთი რომ ფლობს ჭეშმარიტებას და სხვა ყველა “განათლებით დამძიმებულ თავს” უსაქმურობაში უნდა იყენებდეს?!.

იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის ამ ერთ განცხადებაში, რომ რთულია რაიმე ითქვას. ნაცმოძრაოის პატრიოტებზე, 2012-ში ქვისმსროლელებზე ტკბილი საუბარი და ჩვენზე აგრესიის გადმოტანა, უბრალოდ ძალიან არა დამაჯერებელია და ნებისმიერი გონიერი ადამიანი თავად მიხვდება ამას!“-გვითხრა ხიდაშელმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები „რესპუბლიკურ პარტიაზე“ იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9a/

 

 

კომენტარის დატოვება