„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რამდენიმე ქალაქზე ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”

წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე