უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა

უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა – ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა.

ქართველი გმირი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყებიდან ფრონტის ხაზზე იდგა.