აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციასთან “ვარსკვლავი” გაუხსნეს

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ვარსკვლავი” გახსნა. მათი თქმით “ბიძინა ივანიშვილი – ნომერ პირველი თაღლითია!”

ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ის დაპირებები გააპროტესტეს, რომელსაც როგორც თავად ამბობენ,  ივანიშვილი იძლეოდა და მხოლოდ დაპირებებად დარჩა.

„ჩვენ ქუჩაში გხვდება პლაკატები, რომლებიც გვახსენებენ 10-12-13 წლის წინანდელ ამბებს ამ ქვეყნისას, თუმცა ჩვენ გვახსოვს გუშინდელი, გუშინწინდელი დღე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებები დარჩა დაპირებებად და ლამაზ ტყუილებად. შესაბამისად, მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ამ ადამიანს თავისი სახელი დაარქვა და ჩვენ დღეს გავუხსენით, აქ ამოვედით, სხვა და სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფებები „ საქართველოს ნომერ პირველ თაღლითს“ თაღლითის ვარსკვლავი!“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.