თელავში მსვლელობა „არა ნაცებს! არა სისხლიან რეჟიმს” ვარდისუბნიდან დაიწყო

თელავში მსვლელობა „არა ნაცებს! არა სისხლიან რეჟიმს”  სოფელ ვარდისუბნიდან დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ყარაჯალიდანაც შეუერთდნენ.

ქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და ამომრჩეველს პრინციპული არჩევანის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.