ნაღვარევის ტაძრის მიმდებარედ მშენებლობა შეჩერებულია

მთისა ყველაშვილი

დილიდანვე ვღელავდი და ადგილს ვერ ვპოულობდი,,,, სატელეფონო ზარები, გეგმები, ათასგვარი ცრუ თუ სწორი ინფორმაციების გადამოწმება, ბიუროკრატია და… ისევ ნერვიულობა ნერვიულობა და ნერვიულობა… დაახლოებით საღამოს ხუთი საათი იქნებოდა სოფელ ნაღვარევში რომ ვიყავი უკვე.
დამხვდა ადგილობრივების მღელვარება და უკვე იმედიც ამავდროულად… საკუთარი თვალით უნდა მენახა რაც იქ ხდებოდა, რომ მერე თქვენს კითხვებზე პასუხი მქონოდა…

მოკლედ, მიმდინარე მშენებლობა ნაღვარევის ტაძრის მიმდებარედ გაჩერებული დამიხვდა, აღარც ტექნიკის გუგუნი და აღარც ფაცი-ფუცით გართული მუშები იყვნენ ადგილზე… კიდევ დამატებითი კარგი ამბავი მაქვს ის რომ დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი შალვა კერესელიძე პირადად ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესებს და პირობა დაუდო ნაღვარევის მოსახლეობას რომ ყოველგვარი უკანონობა და ხალხთან შეუთანხმებელი პროცესები აღკვეთილი იქნება… ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც და გადამღები ჯგუფებიც, რომელთა რეპორტაჟებს სავარაუდოდ ტელევიზიით ნახავთ… კითხვები ალბათ ისევ ბევრია, თუმცა მთავარ კითხვას გაეცა ისეთი პასუხი, როგორსაც ვნატრობდი… გარკვეული საბუთების გამოთხოვის და კანონდარღვევის დადასტურების შემდგომ მშენებლობა დაკონსერვდება და მიწის საფარქვეშ მოექცევა…დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის, ხვალინდელ ახალ ამბავს კი ხვალ საღამოს გაგაცნობთ… გწყალობდეთ ნაღვარევისა და ლომისას წმინდა გიორგი!

ამავე თემაზე

https://www.gmtv.ge/77463-2/

ამავე თემაზე

https://www.gmtv.ge/77442-2/