“სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ ციფრებზე საუბარი, რადგან 8 ახალი შემთხვევა გვაქვს…”

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კოვიდ ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა, მათ შორის 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

“სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ ციფრებზე საუბარი, რადგან 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათგან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევა კი წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკ​ვეველია. ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, უკიდურესად ნაადრევია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.