“კრიზისია მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება…”

მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტს დღეს წარუდგენა, პარლამენტის ბიურო ელოდება და მოხდება მისი წარდგენა. ირაკლი კოვზანაძის თქმით,  რეალურად ეს არის ახალი ბიუჯეტი, რადგანაც ყველა მაკროეკონმიკური პარამეტრი შეცვლილია. მისივე თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიარდ 923 ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ბიუჯეტის დეფიციტი ნაცვლად 2,5%-ისა, რომელიც ჩადებული გვქონდა 2020 წლის თავდაპირველ ვერსიაში, დღეს იქნება 8,5%. ჩვენ ვგეგმავდით მშპ-ს ზრდას 4,5%-ით, თუმცა საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა არ გვექნება. ქვეყანა იქნება რეცესიაში და იქნება -4%. გარდა ამისა, შემოსავლების ნაწილში ჩვენ დაგვაკლდება მილიარდ 800 მილიონი ლარი“ – განაცხადა კოვზანაძემ.