ირაკლი შიხიაშვილი სამგორის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ირაკლი შიხიაშვილი: -„ყველა სამგორელმა იცოდეს მე ვიქნები მათი ხმა პარლმენტში! მე ჩემს გუნდთან ერთად დავამთავრე ნაცმოძრაობა თბილისში! ახლა დავამთავრებ სამგორში!“

საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილ უფროსს ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს, სამგორის რაიონის N12 ოლქში რეგისტრაცია გაიარა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები სამგორის რაიონის მკვიდრნი, წარმდგენები კი, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები არიან.
საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, ირაკლი შიხიაშვილმა კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. მან სამომავლო პერსპექტივებზე და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

შიხიაშვილის შტაბს  სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელი მამუკა ჩოქური უხელმძღვანელებს.

კომენტარის დატოვება