[ექსკლუზივი] 108 უკრაინელი პატიმარი საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებას და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს – „ჩვენ ყველანი მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა”

საქართველოს სხვადასხვა ციხეში მყოფი 108 უკრაინელი პატიმარი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეწყალებას და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს.

GMTV-სთვის ცნობილი ხდება, რომ  პატიმრები, რომელებიც ძირითდად ქსნის დაწესებულებაში არიან, მზად არიან დაუყოვნებლივ გაემგზავრონ უკრაინაში და დაიცვან თავიანთი ქვეყანა, ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში.

როგორც უკრაინელი პატიმრების წარმომადგენელი, უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, აღნიშნული პრივონებები ფიზიკურად სრულიად ჯამრთელნი არიან და პრეზდენტ ზურაბიშვილთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ – შეწყალებულ იქნან.

„108 უკრაინელი პატიმარი ითხოვს, რომ საქართველომ ეს ადამიანები გაუშვან თავანთ ქვეყანაში და პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ შეიწყალოს. ყველა მათგანი თავს გრძნობს კარგად და თანახმანი არიან გაიარნო ნებისმიერი სამედიცინო შემოწმება.

ეს ადამიანები პირად საუბარში მიცხადებენ, რომ ყველას შეუძლია იომოს და თავიანთ ქვეყანას გამოადგეს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მათგანი მშვიდობით ჩავიყვანოთ უკრაინაში. ამის ერთადერთი გამოსავალი, პირველ რიგში, ზურაბიშვილის შეწყალებაა,” – აცხადებს უკრაინელი პატიმრების წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები საპატიმროდან გათავისუფლებულნი იქნებიან, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ცხელ წერტილებში თავიანთი დანაშაული გამოისყიდონ.

დამატებითი დეტალები კვალვ გახდება ცნობილი, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.