მე ვფიქრობ, გიორგი გახარიას დაუსრულებული და უსაფუძვლო ლანძღვა გინებით, პარტიის წმინდანად იქცეთ და საქართველოს ისტორიას, ქართული ოცნების წმინდა სოზარის სახელით შემორჩეთ – შალვა კერესელიძე სოზარ სუბარს

,,მე ვფიქრობ, გიორგი გახარიას დაუსრულებული და უსაფუძვლო ლანძღვა გინებით, პარტიის წმინდანად იქცეთ და საქართველოს ისტორიას, ქართული ოცნების წმინდა სოზარის სახელით შემორჩეთ” – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ სოზარ სუბარს.

მისივე თქმით, ბრალდებები, რომ  ,,გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, გიორგი გახარიამ ნაციონალებთან კოალიცია შეკრა, გიორგი გახარია ,,კოკაინშიკია” ყოვლად უსაფუძვლოა.

,,ძალიან სამწუხაროა, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრები, რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად ერთმანეთის კრიტიკით და ცილისწამებით არიან დაკავებული. ცილისწამება ვახსენე და ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ეხება იმ ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამებასა და ბრალდებას, რასაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ არ იშურებენ და ცდილობენ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებებით მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, თითქოს გიორგი გახარიამ ნაციონალებთან კოალიცია შეკრა, თითქოს გიორგი გახარია კოკაინშიკია და ვინ იცის რამდენი მსგავსი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. მე მესმის თქვენი, რომ ჯერჯერობით ვერ შეეგუეთ ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ეს რეალობაა და სჯობს შეეგუოთ. მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, რატომ უცხადებთ ბოიკოტს საკუთარ ხალხს და არ შედიხართ საკრებულოებში. ბატონო სოზარ, განსაკუთრებით თქვენი გამკვირვებია, რომ ბრძანებთ გიორგი გახარია და მისი გუნდი ნაციონალებს შეეკრაო, უკაცრავად, მაგრამ და მელია და რურუა ნეტავ ვინ გაათავისუფლა და ვინ შეიწყალა, გიორგი გახარიამ? თუ ქართულმა ოცნებამ? ყველაზე ძალიან კარგად თქვენ იცით, თუ რამდენი ყოფილი ნაციონალი შეიფარა ქართულმა ოცნებამ. ძალოვანი თუ არა ძალოვანი. პორტირებული ნაცები, მუტაცია განცდილი ნაცები, გაქოცებული ნაცები, ადამიანები, რომლებიც 2012-ში თქვენს წინააღმდეგ ნაციონალების დროშებით იბრძოდნენ და დღეს კიდევ ყვარყვარეებად არიან წარმოდგენილები. თუნდაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ავიღოთ. ისევე თქვენი პარტიის წევრების განმარტებით, რამდენი მოქმედი, ყოფილი თუ გაქოცებული ნაცი დააყენეთ მუნიციპალიტეტის მერობისა თუ სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად. მაგრამ საქმეა რაშია იცით? რასაც თქვენ ბრძანებთ, შინაგანად თქვენთვითონაც არ გრჯერათ, ესაა რეალურად თქვენი სიმართლე” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.