არჩილ თალაკვაძე: „სამადაშვილს და მისი თანაგუნდელებს ერთი წამითაც არ უფიქრიათ ღირსებაზე და ახლა თურმე, როდესაც უკრაინა განსაცდელშია – ჩავიდნენ იმის სათქმელად, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება უღირსად იქცევა“

სამადაშვილს და მისი თანაგუნდელებს ერთი წამითაც არ უფიქრიათ ღირსებაზე და ახლა თურმე, როდესაც უკრაინა განსაცდელშია – ჩავიდნენ იმის სათქმელად, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება უღირსად იქცევა – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სამადაშვილმა ბრძანა რომ უკრაინაში ვიყავი ჩასული, რომ გვეთქვა ჩვენი კოლეგებისთვის, რომ როგორ უღირსად მოიქცა საქართველო და მისი ხელისუფლებაო. ამაზე საუბროს იმ გუნდის წარმომადგენელი, ის ადამიანი, რომელმაც ომის დროს საკუთარ ქვეყანაში მიატოვა მოსახლეობა, მიატოვა ჯარისკაცები, მიატოვა შეიარაღება, მიატოვეს ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც თვითმფრინავის ხმა გაიგეს, რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ადამიანებს ყოველდღე სცემდნენ ღირსებას ჰყრიდნენ და აწამებდნენ. სამადაშვილი და მისი თანაგუნდელები ერთი წამითაც არ შეწუხებულან და არ უფიქრიათ ღირსებაზე და ახლა თურმე, როდესაც უკრაინა არის განსაცდელში – ჩავიდნენ იმის სათქმელად, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება როგორ უღირსად იქცევა“, – განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.