პაატა მანჯგალაძე: რომ არა ის უსამართლობა რაც მოხდა პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რუსთავში ჩვენი კანდიდატის დაყენებას ვაპირებდით

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტს რომ არ შეეწყვიტა უფლებამოსილება, მათი პარტია რუსთავში საკუთარ კანდიდატს დააყენებდა.

„ჩვენ არ ვეთანხმებით ყველა პარტიის ერთად ათქვეფას. ჩვენ, იმ უსამართლობიდან გამომდინარე, რაც ბადრის მიმართ განხორციელდა საქართველოს პარლამენტში ვფიქრობთ მის მხარდაჭერაზე. ეს ფაქტი რომ არა, ჩვენ ვაპირებდით ჩვენი კანდიდატის დაყენებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.