,,ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსებზე წვდომა მთლიანად გადაკეტოს – მათ ძალიან ეშინიათ ჩვენი – კახაბერ ქემოკლიძე

,,ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსებზე წვდომა მთლიანად გადაკეტოს – მათ ძალიან ეშინიათ ჩვენი – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა,  კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა .

ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება” ცდილობს, პარტია გააქროს ქართული პოლიტიკური სივრციდან.

,,ქართული ოცნება” დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსებზე წვდომა მთლიანად გადაკეტოს. ცდილობს, რომ პარტია ,,საქართველოსთვის” აღარ იყოს ოპერირებადი ქართულ პოლიტიკაში. ამას აქვს ძალიან მკაფიო ახსნა, მათ ძალიან ეშინიათ ჩვენი. ეს ხალხი ღრმად აბსურდის თეატრში ცდილობს ცურვას, მე ვურჩევდი რომ ჯერ წყალი ჩაასხან და ისე გააგრძელონ ცურვა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ჩვენ ფიგურალურად მის მიმართ არ გვაქვს ცუდი დამოკიდებულება, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს” – განაცხადა ქემოკლიძემ.