სანიკიძემ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა

გუბაზ სანიკიძემ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტიის დატოვებამდე გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ისინი პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

„ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიაში 2016 წლის ნოემბერში გაწევრიანდა.