ბოშებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მიტანილი ყვავილები გაიტაცეს

საზეიმო ღონისძიების დასრულებიდან ცოტა ხანში, მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა და ვეტერანებმა დატოვეს ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან რამდენიმე ბოშა ქალი და ბავშვები გამოჩნდნენ. მათ ადგილზე მიტანილი პოლიეთილენის პარკები გაშალეს და სტუმრების თუ ხელისუფლების მიერ მიტანილი ყვავილები შიგნით მოათავსეს. მიუხედავად ირგვლივ მყოფი მოქალაქეებისს აღშფოთებისა, ბოშებმა ურცხვად გაიტაცეს სხვადასხვა სახეობის ყვავილები.