“ვფიქრობ, დღევანდელი სკოლა თითქმის უუნაროა, სწორად შეაფასოს ბულინგი…” (ვიდეო)

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

ბულინგი- ბავშვთა ძალადობა, პრობლემა რომელმაც გახმაურებული “მკვლელობით” თბილისი შეძრა.
ბულინგი გახლავთ ხანგრძლივი ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური აგრესია, რომელიც ხორცილედება ერთი ინივიდის ან ინდივიდების მიერ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ.

სასკოლო ბულინგის მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. შეიძლება იყოს ფიზიკური ან ქცევითი.
ქცევითია ვერბალური აგრესია მაგალითად რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელება, შანტაჟი, ფულის გამოძალვა.
ეს ყველაფერი მოზარდებში იწვევს აგრესიას რომელიც შესაძლოა უმართავი გახდეს და მივიღოთ ისეთი საშინელი შედეგი რაც 1 დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე მოხდა.დიდი ალბათობით სკოლაში დაწყებული დაპირისპირება ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის ეზოში მოზარდებს შორის ჩხუბში გადაიზარდა და …
ჩვენ მივეჩვიეთ იმას რომ ვიღაც კონკრეტული უნდა იყოს პასუხისმგებელი მსგავსი მოვლენების პრევენციაზე.მაგალითად მხოლოდ სკოლა, ან მხოლოდ ოჯახი! ჩემი აზრით სკოლა,ოჯახი, საბოლოო ჯამში კი საზოგადოება მართლაც ვართ პასუხისმგებელნი განვითარებულ მოვლენებზე ოღონდ პასუხისმგებლობა ერთობლივია.
ვფიქრობ რომ დღევანდელი სკოლა თითქმის უუნაროა, სწორად შეაფასოს ბულინგი და სწორი რეაგირება მოახდინოს მასზე. ხშირად მასწავლებლები თავად ვერ ამჩნევენ, რომ მათ კლასში ვიღაც ბულინგის მსხვერპლია. ან თუ ამჩნევენ, ბავშვის ხასიათს მიაწერენ.როცა ბავშვის ქცევა ასატან საზღვრებს გასცდება იწყება მშობელთან კომუნიკაცია როგორც წესი იმპერატიული ტონით -თქვენი შვილი მისახედია!
მშობელიც მოუმზადებელი ხვდება ასეთ სიახლეს და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის ნაცვლად იწყება ამბიციების ბრძოლა მაშინ როცა საჭიროა რომ სკოლა და ოჯახი ერთობლივად ჩაებას ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.

ვფიქრობ რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პირველი და მთავარი საფეხურია.
ასევე საჭიროა მასწავლებლების გადამზადება.
ისინი უნდა ფლობდნენ საჭირო უნარ-ჩვევებს რათა დროულად გამოავლინონ ბულინგის შემთხვევები.
ასევე უპრიანია გამოვიყენოთ საზღვარგარეთ არსებული პრაქტიკა და გადავამზადოთ მშობლები სპეციალური პროგრამებით სადაც მათ ასწავლიან ასაკობრივი თავისებურებების დროს როგორი მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს.
იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს მანამდე კი ჩვენ,ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლიობაში დანახვა და გააზრება გვჭირდება.

თამთა მეგრელიშვილი ამავე თემაზე გადაცემაში

“ჩვენი ამბები”