NASA-ს ცნობით, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ოქტომბერს ასტეროიდი “2012 TC4” დედამიწიდან 64 373.76 კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს, NASA-მ საბოლოოდ დაადასტურა.

NASA-ს მეცნიერები ასტეროიდის მოძრაობას უკვე აკვირდებიან და ამბობენ, რომ ასტეროიდი ყველაზე ახლოს ნიუ-იორკს ჩაუფრენს.

აღსანიშნავია, რომ მთვარე დედამიწიდან უფრო შორსაა (384633.216 კმ), ვიდრე ეს ასტეროიდი იქნება 12 ოქტომბერს.

NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საშიში არაფერია, თუმცა შეჯახების შემთხვევაში წარმოქმნილ სავარაუდო შედეგებზე ამბობენ, რომ 26-იდან 33-ჯერ უფრო ძლიერი აფეთქების ტოლფასი იქნება, ვიდრე ჰიროსიმაში ატომური ბომბი იყო.