დამასკოში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

დამასკოში, ალ-მიდანის რაიონში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „სანა“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი აქვს ტერაქტს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.