დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდება

 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დედაქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები მუდმივად ტარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მერიის მისაღები და ყველა ის სერვის-ცენტრი, სადაც ხდება მოსახლეობის მომსახურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მეტრო. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა შსს-ს სპეციალურ მომსახურების სააგენტოში  და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე რუსთავში.