ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრება

ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტში არ დაესწრება.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, პრეზიდენტის პროფესია ფორმალურია და  ის არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს, თუმცა არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს, როგორც  საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნითაც.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ წარდგება.