ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა კლება შეინიშნება

 

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა, ამ სენით  დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 90 932 მიაღწია. დამაიმედებელია  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა და ის 48 163 შეადგენს. რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 125 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებთან შედარებით  საგრძნობლად ნაკლებია. სამწუხაროდ  38 პაციენტი  გარდაიცვალა.

გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ჰუბეის პროვინციაშია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი 76 ქვეყანაშია დადასტურებული. ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა  და სენეგალში.