“ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე”

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ორივე სახელმწიფო ერთობლივად გაუმკლავდეს.

„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სომხეთის პრემიერ-მინისტრის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტი. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევიდან სწორედ საქართველოში გაიმართა და ასეთი ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისათვის საქართველოს მნიშვნელობას და  საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკის გაღრმავებას, ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას და ხალხთა შორის ურთიერთობას. ეს არის ის ძირითადი თემები, რომელიც განხილული იქნება ვიზიტის დროს. ბუნებრივია, ასევე, ვისაუბრებთ, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთიც და საქართველო, ორივე გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები, წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება წელს. მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, კოორდინაცია”- განაცხადაა ზალკანიანმა.