რა მოხდა რუსთავში სინამდვილეში და რაში დასჭირდათ ყელსახვევები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებისა და გამოხმაურებების შემდეგ,

გაირკვა, რომ მე-10 საჯარო სკოლას 26 მაისს წარმოუდგენია ფლეშ-მობი, სადაც უახლესი ისტორიიდან ერთი ეპიზოდი იყო სსრკ-ს პერიოდი. შემდეგ კი სცენაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აფრიალდა.

და მაიც, რა მოხდა სინამდვილეში? ფეისბუქმომხმარებელი ლია ანთაური წერს:

-„ცრუ ინფორმაცია,  თავისუფალმა ზონამ , კერძოდ რუსკა მჭედლიშვილიმა გაავრცელა, როგორც ჩანს ბევრმა  დაიჯერა,  რომ რუსთავის მოედანზე წითელყელსახ ევიანი მოსწავლეები დადიოდნენ და ასე აფრიალებდნენ საბჭოურ სიმბოლიკას. დამიჯერეთ ეს ასე არ იყო. სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე წარმოადგინეს 3 წუთანი თეატრალიზებული წარმოდგენა, სადაც გადმოცემული იყო საქართველოს უახლესი ისტორია. როგორ შემოვიდა ცარისტული რუსეთი, შემდგომ როგორ მოხდა გასაბჭეოება. ამ ეპოზოდში ბავშვებს ეკეთათ ყელსახვევი. ბოლოს ეროვნული მოძრაობის დროშის ფრიალით სრულდება ეს პერფომანსი, რასაც მოჰყვება ევროკავშირის დროშები. ყველივე ძალიან მაღალ დონეზე იყო გადმოცემული. ღონისძიება მარტო ცეკვა-სიმღერით კი არ შემოიფარგლა, არამედ შემეცნებით პერფორმანსებით იყო დატვირთული. ბავშვებს ყელსახვევებს სცენაზე ხომ არ გაუკეთებდნენ. ამ სურათზე ასახულია სცენაზე ასვლის წინ მათი მომზადება. ქუჩაში კი არ დადიოდნენ წითელი ყელსახვევით. საწუხაროა ასე უტიფრად რომ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას!“-წერს ანთაური.

კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი თამუნა ბასიკაძე კი პერფომანსის ვიდეოს აქვეყნებს.

იხ. ლინკი

https://www.facebook.com/tamuna.bacikadze.1/videos/1932710557013855/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=1&video_creator_product_type=2&app_id=350685531728&live_video_guests=0