მშობლებო ფრთხილად! მკვლელი თამაშები! როგორ შეილება აღმოვაჩინოთ ისინი, რომლებიც ბავშვებს უკავშირდებიან…(ვიდეო)

12 წლის გოგომ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან.

პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.

12 წლის გოგო სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში წევს. ის მეხუთე სართულიდან გადახტა. მომხდარ ფაქტზე ოჯახი ღიად არ საუბრობს. ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.

ამ სახიფათო თამაშზე გაფრთხილებას და რეკომენდაციას იძლევა პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი.

მშობლებო ფრთხილად!!

ინტერნეტ თამაში რომლის გამოც თავი არაერთმა ბავშვმა მოიკლა ამ თამაშის სახელია Blue Whale Challenge.
ის არ არის აპლიკაცია,თამაში ხდება სოციალური ქსელით,
სპეციალურ ჯგუფებში.

როგორ შეილება აღმოვაჩინოთ ტიპები რომლებიც ბავშვებს უკავშირდებიან ინტერნეტით?
საქართველოს ძალები უძლურია, ამაში მსოფლიო ინტერნეტ პროვაიდერები და სოცუალირი ქსელების ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს…

საქართველოში უკვე დაზარალდა რამდენიმე არასრულწლოვანი,მათ შორის ერთი გოგონა გადახტა 5 სართულის სიმაღლიდან,უცნობის მოთხოვნით…

უცნობები ბავშვებს აძლევენ დავალებებს,თავიდან იწყება ყველაფერი კარგად,ხოლო იმის მერე რაც ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდებიან ამ თამაშზე,მაგ დროს სთხოვენ თვითდაზიანების მიყენებას…
სულ გარდაცვალების ფაქტი ამ თამაშებით გამოვლინდა 130-300 ამდეა…

ძირითადი შემთხვევები არის რუსეთში,თუმცა ფაქტია რომ მოაღწია საქართველომდეც!

ჰაკერთა ჯგუფი anonymous – აფრთხილებს საზოგადოებას ამ თამაშის შესახებ და ბრძოლას უცხადებს მას.

თამაშის სავარაუდო წარმომავლობა არის,იაპონია.

https://www.youtube.com/watch?v=BZ3qmriAYBk