3 ივნისს ვაკის პარკში სამოქალაქო აქცია – „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“ გაიმართება

ხვალ 15 საათზე ვაკის პარკში მოქალაქეები სოლიდარობის აქციას აანონსებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შაკო კიკვაძე ამბობს, რომ აქცია დაგეგმეს მეგობრებმა და სურთ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის გარეშე.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს 3 ივნისს 15 საათზე ვაკის პარკში მისვლისკენ მოუწოდებენ.