ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს” შეხვდნენ  – „დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,  ბატონებო და ქალბატონებო”

ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“  შეხვდნენ.

„მადლობა იმისთვის, რომ მშვიდი შეხვედრა გვაქვს. შედეგი აუცილებლად დადგება. გეთანხმებით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რადგან თვლით, რომ ხელშეკრულებაა პრინციპული საკითხი და ყველა პუნქტი უნდა განიმარტოს, ჩვენც მოგყვებით ამაში და დავიწყოთ ხელშეკრულებით. ჩათვალეთ, რომ ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მომართული. მომავალ კვირას შევხვდეთ, არ გადავდოთ“,- განაცხადა თურნავამ.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა მინისტრებს მიმართა და უთხრა,რომ მოსახლეობასთან შეხვედრა დააგვიანდათ.

„დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,  ბატონებო და ქალბატონებო,  იმდენად დაგაგვიანდათ,  რომ ორჯერ სპეცრაზმმა მოგასწროთ და ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის,  როდესაც მე ჩემი ხელით ავირჩიე თქვენი ხელისუფლება და  უცხოური კომპანიის თვალწინ ჩვენი ქვეყნის დამცველებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, მინისტრებმა პრემირ-მინისტრის დავალებთი ცაგერში, მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.