გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ. გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატურად გააცნობს. გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას – ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.