“არ მინდა დავიჯერო! ასეთ დროს დუმილი-ღალატის ტოლფასია!”

თემურ შაშიაშვილი

ნამდვილად არ მინდა დავიჯერო,რომ:

2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა, ხოლო 59 493-მა _ დროებითი ბინადრობისა.

დიახ,არ მინდა დავიჯერო,მაგრამ,როგორც მეუბნებიან,ეს ოფიციალური სტატისტიკაა ,ოდნავადაც კი არ ასახავს რეალურ მდგომარეობას,იგი გაცილებითუარესია…

რა ვთქვა..ამის გააზრებაც კი შემზარავია…

იმის ფონზე,რომ უამრავი ადამიანი იძულებულია დატოვოს საქართვრლო და ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდეს ქვეყნიდან,უაღრესად საშიშია ჩინეთიდან,არაბული ქვეყნებიდან, თურქეთიდან,ირანიდან და საერთოდ აზია-აფრიკიდან, ამ ქვეყნების ხელისუფალთა მიერ დაფინანსებულებზე საქართველოს მოქალაქეობის მიყიდვა.

რაღა აზრი აქვს უცხოელებზე მიწის არმიყიდვის კანონს,თუ ვყიდით საქართველოს მოქალაქეობას და ამით ვავსებთ ბიუჯეტს..ეს ხომ ღალატია, ქვეყნის გაყიდვაა…

ვის უნდა ასეთი ბიუჯეტი და ასეთი ფულით დარიგებული პენსია,თუ გაწეული სამედიცინო მომსახურება!

ასე გავიყიდეთ ყველა?

დუმს ინტელიგენცია,მეცნიერება შეშინებულია,საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის,პარტიები და პოლიტიკოსები ძალაუფლებისათვის ბრძოლამ გააბოროტა,ხელისუფლება თვითკმაყოფილებაში იღრჩობა და პატრონებზე თავის მოწონებითაა დაკავებული,მშიერ და დაუძლურებულ ხალხს სამშობლო დაავიწყდა,პური და წამალი გაუხდა საზრუნავი, თავს ვეღარ იცავს გათავხედებული და ანტიქართული ,ხელისუფლების მიერ გაბატონებული და უკვე რეალურ ხელისუფლებად ქცეული ველური საბანკო რეჟიმისაგან და იძულებულია სხვა ქვეყნებიდან კაპიკებით ჩამოსულ ხალხზე გაყიდოს ყველაფერი და ლამის თვითონაც მიეყიდოს.

ეს არის რეალობა…იგი უფრო მწარეა,ვიდრე მე შევძელი აღმეწერა.

გამოდის რომ ვიღუპებით და გვიხარია.

კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.

ეს არ ნიშნავს,რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ხელისუფლება დავამხოთ.მაგრამ იმას კი მაინც უნდა ნიშნავდეს ,რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ინტელიგენციამ,მეცნიერებამ,სახელმმწიფო კაცებმა ,აიძულოს ხელისუფლება,რომ იგი გახდეს ინიციატორი -შედგეს :

ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების დიდი ერთობა და დაიწყოს მდგომარეობის რეალური გააზრება და მეცნირებაზე,სახელმწიფო კცებზე დაყრდნობით გამოსავლის ძიება.

გამოსავლის მოძებნა კი ძნელი არ არის,ზედაპირზე დევს…საჭიროა პოლიტიკური ნება..

დიახ,მხოლოდ პოლიტიკური ნება:აღიარო რეალური მდგომარება და ხმამაღლა თქვა:ამ მიწის,ამ წყლის,ამ ჰაერის,ამ ბუნების,ამ ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების ქვეყანა არ შეიძლება ასე ცხოვრობდეს!

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გმინავს გაჭირვებისგან,ორი-სამი პროცენტი განცხრომით ცხოვრობს და თითქმის ყველაბიუჯეტის,ხალხის ფულის ხარჯზე…სწორედ ამ უკანასკნელთა უმსგავსობისა და აღვირახსნილობის, უცოდინარობის და სხვათა მსახურების ბრალია ის,რომ ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 5-7 პროცენტია მოქმედებაში მოყვანილი და იმ ფულითაც კი,რომელიც ბიუჯეტში შედის,მართვის სწორი სისტემის პირობებში , მინიმუმ 5 -ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება.

ყველაფერი ზედაპირზე დევს და ნუ გავწირეთ ხალხი და ქვეყანა ხელისუფლებებმა და პოლიტიკოსებმა... ნუ შევწირეთ ყველაფერი სკამის შენარჩუნებას და სკამისთვის ბრძოლას,გარე ძალთა მორჩილება-მსახურებას..თუ მსახირება შეგვიძლია,ეს დიდი ნიჭია,ვემსახუროთ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას!

დიდი გამოფხიზლებაა საჭირო და ეს მისია უნდა იკისრონ სახელმწიფო კაცებმა,ინტელიგენციამ!

მოქმედების დროა!

ამ დროს დუმილი ღალატის ტოლფასია!

იხ.

http://geworld.ge/ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-5-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-108-615-%e1%83%9b/