„დაგვლოცა პატრიარქმა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს…“

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა:

-პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს.

დეტალებში აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები, დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა ავიღე და წამოვედი.

პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, ვიყავით ლოცვა კურთხევის ასაღებად. აქამდეც დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რახან ეს შანსი მომეცა, არ გავუშვი ხელიდან“