კატალონიაში მადრიდის პირდაპირი მმართველობა შეწყდა

მთავრობას კიმ ტორა ხელმძღვანელობს  – კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი, რომლის კანდიდატურა პარლამენტის ყოფილმა თავმჯომარემ და საზღვარგარეთ მყოფმა კარლეს პუჩდემონმა წამოაყენა.

ტორამ ესპანეთის ახალ პრემიერმინისტრს პედრო სანჩეს დიალოგისკენ მოუწოდა, რომელმაც ასევე 2 ივნისს ფიცი დადო.

2017 წლის 21 დეკემბერს კატალონიაში ჩატარებული ვადამდელი რეგიონული არჩევნების შედეგებით კი 135-კაციან პარლამენტში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა 70 ადგილი მოიპოვეს.

კარლეს პუჩდემონმა კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი კატალონიის ყოფილმა ლიდერმა მას შემდეგ გადადგა რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა.

14 მაისს ჟენერალიტეტმა კატალონიის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელად ჟოაკიმ ტორა აირჩია. ის მოვალეობის შესრულებას 18 მაისს შეუდგა.