მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოს მიმართულებით მგზავრობის მსურველებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოს მიმართულებით მგზავრობის მსურველებს უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსები სასაფლაოსკენ სპეციალური მარშრუტით გადაადგილდებიან, კერძოდ:

ფიროსმანის ქუჩიდან (N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) ჭყონდიდელის დასახლებიდან, ქუთაისის მოედნიდან, მე–19 მიკრო რაიონიდან (სუპერმარკეტ „მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორია), მე-12 მიკრო რაიონიდან (წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) და 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებენ.