“stop მოძრაობას”- რას ითვალისწინებს კადიროვის ბრძანება

ოფიციალური მონაცემებით, ჩეჩნეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა ორ ათეულზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ერთი სიკვდილიანობაა დაფიქსირებული, თუმცა ყველაზე მკაცრი რეჟიმი რუსეთის რეგიონებიდან ჩეჩნეთში მოქმედებს: დროებით შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო კავშირები, შემოღებულია კომენდანტის საათი. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ახალი რეჟიმის დაწესება რამზან კადიროვის ბრძანებით გადაწყდა. დოკუმენტი გამოიცა სახელწოდებით: „გადაუდებელი ზომები კოროვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.”
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩეჩნეთის რეგიონის გადაწყვეტილება საზღვრების დახურვის შესახებ გააკრიტიკა და ითხოვა “რეგიონალურ უფლებამოსილებას ფედერალურთან ნუ აურევენ”. კადიროვმა კი მაშინვე უპასუხა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად, შესაძლებელია,  როგორც ორი კვირით, ასევე ორი თვით იზოლაციაში ყოფნა. “შეგიძლიათ მიიღოთ რაიმე მკაცრი ზომები. კოლონიებში ადამიანები ცხოვრობენ წლების განმავლობაში და არ იღუპებიან ამისგან”.
კადიროვის ბრძანებულებით, რესპუბლიკაში შემოღებული ე.წ. კომენდანტის საათი “STOP მოძრაობას” იკრძალება საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე, როგორც აადამიანების ასევე ავტომობილების გადაადგილება და ამას ხელჯოხებით “აღჭურვილი” სამართალდამცავები მკაცრად აკონტროლებენ. ასევე იკრძალება ყველა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 1 მაისამდე გაუქმდა ვიზიტები სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის სპორტული ღონისძიებები. შეწყვეტილია კაფეების, რესტორნების, სასადილოების მუშაობა, დახურული საცალო ვაჭრობა – გარდა აფთიაქების, საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საქონლის, საკომუნიკაციო მომსახურების ჩათვლით. დროებით შეაჩერეს სილამაზის სალონების, სპა-ცენტრებისა და საპარიკმახეროების მუშაობა. 1 ივნისამდე სანატორიუმ-საკურორტო და ტურისტული საქმიანობა შეჩერდა, მათ შორის დაიხურა სათხილამურო ტრასები.