“ცხოველებიდან ადამიანზე “კოვიდ 19″ არ გადადის”

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაური და გარეული ცხოველებისგან კორონავირუსი ადამიანს გადაედება.
ზურაბ გურიელიძე განმარტავს,  რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა გდაფიქსირებული, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა ვირუსი და ეს მოხდა ბრონქსის (აშშ, ნიუ-იორკი) ზოოპარკში, როდესაც ვეფხვს მომვლელისგან გადაედო “კოვიდ 19”.
“აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები და რეკომენდაციები ცხოველეთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან კონტაქტი. გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“,- აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ და დასძინა რომ ჯერ კვლევის საგანია ის ფაქტი, თუ რატომ არ ემართებათ ვირუსი ცხოველებს.
კვლევების შედეგად, “კოვიდ 19″ ღამურებსაც კი არ დაუდასტურდათ თუმცა ვერსია იყო, რომ მათგან გავრცელდა.”
მისივე თქმით, ზოოპარკის დროებით დახურვა იმას არ ნიშნავს, თითქოს თანამშრომლები არ მუშაობენ. “ზოგი თანამშრომელი, რომლებსაც შეხება არ აქვთ ცხოველებთან, მუშაობენ დისტანციურად, ხოლო მომვლელები და ვეტერინარები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს და ვასრულებთ ყველა დადგენილ რეკომენდაციებს- აღნიშნა ზოოპარკის დირექტორმა.