დღეს, თანამედეროვე სერგო ორჯონიკიძეებმა დასავლურ სამყაროს უთხრეს, რომ მათთვის საქართველოს კარი არის დახურული, ახლა ჯერი ჩვენზეა – ნიკა მელია

ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა პრემიერის დღევანდელ განცხადებებს.

ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ღარიბაშვილმა დღეს თავის გამოსვლით, უარი უთხრა და კარი მიუხურა ევროპას, რისი უფლებაც არ აქვს და იმ დროს, როდესაც ქვეყნისთვის ისტორიული შანსი ჩნდება და მაშინ, როდესც აქტიურად დაიწყო საუბრები უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე.

“ჩვენი სახელით დღეს, 12 საათზე, მთავრობის სხდომაზე, მთავრობის მეთაურმა თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე და ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ უკვე ჩვენ ვის წარმოვადგენთ და ვის წარმოადგენს ბატონი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა, მაგრამ სიცხადე არის მეტი შესატანი ამბრძოლაში.

დღეს ხელისუფლებაში არიან თანამდეროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებმაც დასავლურ სამყაროს უთხრეს, რომ მათთვის საქართველოს კარი არის დახურული. ახლა ჯერი არის ჩვენზე, ყველას გელოდებით 7 საათზე, იქ წყდება მომავალი.” ამბობს ნიკა მელია

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია ,,დროამ” დღეს ჩანიშნა, რომელიც პარლამენტთან 19 საათზე დაიწყება.