დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისმიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს.

„ის საკმაოდ გულგრილია, სანქციები შეიცავს საკმაოდ აბსურდულ დებულებებს ზოგიერთ აქტივთან დაკავშირებით და ა.შ., ყველამ იცის, რომ პრეზიდენტს არანაირი აქტივები არ აქვს გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად არის დეკლარირებული,“- განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს სანქციებით გამოწვეული ზარალის კომპენსირებისთვის საჭირო პოტენციალი.

„დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები მძიმეა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას აქვს ზარალის ანაზღაურების საჭირო პოტენციალი“, – აღნიშნა პესკოვმა.