კულება ლავროვთან მოლაპარაკებებზე – ეს შეხვედრა და საუბარი იყო მარტივი და ძნელიც – მე ყველანაირად ვეცადე, სულ ცოტა მაინც დიპლომატიური გზა გამომენახა

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანდალიაში დასრულდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ეს შეხვედრა და საუბარი იყო მარტივი და ამავე დროს ძნელიც”.

„მე ყველანაირად შევეცადე სულ ცოტა მაინც დიპლომატიური გზა გამომენახა,” – განაცხადა კულებამ.

როგორც მან დასძნა, „მხარეებმა ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, ლავროვთან შეხვედრაზე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს.

ამასთამ,  როგორც კულება აღნიშნავს,  კიევი არ აპირებს შეასრულოს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.

„ჩვენ მზად ვართ დილომატიისთვის, ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტლებებს, თუმცა ჯერ ისინი არ ჩანს. ჩვენ თავგანწირვით დავიცავთ ჩვენ სხალხს რუსლი აგრესიისგან. ვიმედოვნებს რომ დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება,” – დასძინა კულებამ.